суббота, 14 декабря 2013 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

   მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.კერძოდ ,უამრავი ნიმუში ვნახე,რომელმაც დამარწმუნა,რომ განმავითარებელი შეფასების რუბრიკები სასარგებლო და შედეგიანია არამარტო პროექტებზე მუშაობისას,არამედ საგაკვეთილო პროცესების დაგეგმვისა და შედეგის მონიტორინგის დროს.გამოწვევის ,სიღრმისეული წვდომის და რეფლექსიის ფაზებზე გამოვიყენებ შეფასების სხვადასხვა ფორმას,რაც დამეხმარება შეფასება გავხადო მოსწავლეზე ორიენტირებული.მე,როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებელს,მუდამ სირთულეს მიქმნიდა შეფასების რუბრიკების გამოყენება ჯგუფური მუშაობის,პრეზენტაციების ,საშინაო დავალების,საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის დროს.დღეიდან ნათელი გახდა, რომ შეფასების სტრატეგიები უნდა შემუშავდეს მოსწავლეებთან ერთად,უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს და მიზნებს,უნდა იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული ,მრავალფეროვანი და განმავითარებელი.ყოველივე ეს,გამოიწვევს მოსწავლეთა მეტ აქტიურობას.  სანდოს  და გამჭვირვალეს გახდის შეფასების სისტემას.,რაც მუდამ ,,აქილევსის ქუსლს" წარმოადგენდა.
 მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ავტორებს,ტრენერ ნანა ედიშერაშვილს.ყოველი ახალი მოდული მშვენიერი და საჭირო გზამკვლევია ყველა დაინტერესებული მასწავლებლისათვის და განვითარების დიდ საშუალებას აძლევს 21-ე საუკუნის მასწავლებლებს.   

Комментариев нет:

Отправить комментарий