воскресенье, 8 декабря 2013 г.

მესამე მოდულის რეფლექსია

მესამე მოდულმა,,კავშირები" საშუალება მომცა, უკეთ გამეგო, როგორ გამოვიყენო ინტერნეტი, სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.როგორ ვუზრუნველყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება მე და ჩემმა მოსწავლეებმა.გავეცანი სხვადასხვა ინტერნეტრესურსს,რომლებმაც დახმარება გამიწია ჩემი სასწავლო პროექტის გეგმის გაუმჯობესებაში.ჩემი მოლოდინი ყოველი ახალი მოდულის დაწყებისას მართლდება და მაძლევს უფროდაუფრო მეტ მოტივაციას და მეხმარება ახალი იდეების დაგეგმვასა და განხორციელებაში.სკოლაში დაბრუნებული ვუზიარებ კოლეგებს მოსმენილ და შესწავლილ მასალებს და ერთად ვგეგმავთ ახალ პროექტებს და განხორციელების საშუალებებს სამომავლოდ.   

Комментариев нет:

Отправить комментарий