მეშვიდე მოდულში განხილულმა საკითხებმა:როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესი რომ უფრო საინტერესო და შედეგიანი იყოს,დამარწმუნა ვიგოდსკის თეორიის სინამდვილეში,მასწავლებელი სკაფოლდინგის როლში უნდა იყოს,რომ მოსწავლემ თვითრეგულაცია და მეტეკოგნიტური უნარები განივითაროს.ფასილიტატორმა ნანა ედიშერაშვილმა და ინტელის წარმომადგენლებმა,სწორედ ასეთი დახმარება გაგვიწიეს პედაგოგებს,რომლებიც ინტელის სასწავლო პროექტების კურსში ვიყავით ჩართულები, 16 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით.მადლობას მოგახსენებთ ასეთი საინტერესო ტრენინგ კურსისთვის.იმედს ვიტოვებ რომ ეს ტრენინგები გაგრძელდება,მე როგორც მსმენელს დიდი სურვილი მაქვს მომავალშიც ვითანამშრომლო თქვენთან.
ნატო, შესანიშნავი მასწავლებელი ხართ, თქვენგან ბევრ რამეს ვსწავლობ და თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის!
ОтветитьУдалить