воскресенье, 22 декабря 2013 г.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მეექვსე მოდულში დამუშავებულმა საკითხებმა:როგორ შევუწყო ხელი,რომ მოსწავლეები იქცნენ თვითრეგულირებად მსწავლელებად და როგორ დავაკმაყოფილო ყველა მოსწავლის საჭიროება და ინტერესი,  კიდევ უფრო კარგად დამანახვა, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის ღირებულება,რომელსაც აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესების დროს.ამ მოდულის ღრმად გაცნობის შედეგად,შევიმუშავე დიფერენცირებული სწავლების გეგმა,ჩემი მოსწავლეების საჭიროებებისათვის,რაც დამეხმარა პროექტზე მუშაობის დროს სწორად გადამენაწილებინა ჯგუფებში დასამუშავებელი საკითხები ინტელექტისა და უნარების გათვალისწინებით.შევიმუშავე მრავალფეროვანი აქტივობები მეტაკოგნიტური უნარების გამოსავლენად და  შეფასების რუბრიკები,თვითშეფასების ,თანატოლთა შეფასების და მასწავლებლის შეფასებისათვის.ვისურვებდი ტრენინგის გავლას სსს მოსწავლეებთან მუშაობის გაუმჯობესებისათვის.კლასში მყავს ორი სმენადაქვეითებული მოსწავლე,რომელთა ჩართვა ჯგუფურ მუშაობებში ხანდახან მიჭირს.     

Комментариев нет:

Отправить комментарий